რუსი სამხედროები კიროვოგრადის ოლქში, კროპივნიცკის რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ ანდრიი რაიკოვიჩი, კიროვოგრადის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი Telegram-ის საშუალებით ავრცელებს.
"კროპივნიცკის ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ხოლო დაიღუპა ერთი მათგანი", - განაცხადა რიაკოვიჩმა.
არ ვრცელდება ცნობები თავდასხმის დროის შესახებ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ოლქში საჰაერო განგაშის ხმა დილის 09:00-დან 10:00 საათამდე ისმოდა.