დონალდ ტრამპი დღეს კირ სტარმერს შეხვდება

დონალდ ტრამპი დღეს კირ სტარმერს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, დასავლეთ შოტლანდიაში, საკუთარ გოლფ-კურორტში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს უმასპინძლებს - შეხვედრის მთავარი თემები აშშ-ბრიტანეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება და ღაზაში გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისი იქნება, აცხადებენ ორივე ქვეყნის ხელისუფლებები.

ტრამპი, რომელმაც ევროკავშირთან მასშტაბური სავაჭრო შეთანხმება გამოაცხადა, ამბობს, რომ სტარმერი ამ მიღწევით კმაყოფილი უნდა დარჩეს.