
ივანიშვილმა აღიარა მარცხი. „პიჟონმა“ მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დაკავებული ლევან ხაბეიშვილის განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია. ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს, ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია, არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ, არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ, პირიქით, მჯერა, დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში. არანაირი გრძელვადიანი. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ვინც კიდევ შემოგთავაზებთ ბლა ბლა ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე. აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში“, - წერს ლევან ხაბეიშვილი
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დააკავეს.