
ერთადერთი, რასაც ისინი აღწევენ, არის ის, რომ ყოველდღიურად რაღაც დღისწესრიგის ილუზიას ქმნიან. სადღაც მოაწყობენ პროვოკაციას, რაიმე რადიკალურ აქციას და ასე შემდეგ - ეს არის ყველაფერი. ხომ ხედავთ, ყოველდღე გადის ამბავი, რომ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, როცა ხან 50 კაცი დგას, ხან მაქსიმუმ 150-მდე ადის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო მედდიის ეთერშ ისაუბრა.
"არაფერია — უბრალოდ, რადიკალებისთვის უნდა შეინარჩუნონ „მაჯის ცემა“. ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარი. ოპოზიცია, ფაქტობრივად, „მკვდარია“, მაგრამ 20 კაცს მაინც აყენებენ რუსთაველის გადაკეტვაზე.
ეს ყველაფერი სპეცსამსახურების მიერ იმართება. ადამიანები, რომლებიც შტაბთან მიდიან, ზოგჯერ თავადაც არ იციან, რა ხდება; ზოგი პირდაპირ, ზოგი კი არაპირდაპირ იმართება. ამას უცხოური სპეცსამსახურები პირდაპირ აფინანსებენ.
ეს ტრაგიკული მოვლენაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მათ აღარ აქვთ არაფერი — არც ეროვნულობა, არც იდენტობა. ეს არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა.
საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები გადასარჩენები არიან. ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს — ფსიქოლოგიური თერაპია, სხვებს კი სხვადასხვა სახის დახმარება. იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოოდ ისინი მაინც დადგებიან გამოსწორების გზაზე. თუმცა, ვნახოთ", - განაცხადა კობახიძემ.