რუსები დონეცკის ოლქს თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

რუსები დონეცკის ოლქს თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჭურვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან აფეთქდა, რა დროსაც საკუთარ ეზოში მყოფი, 63 წლის კაცი დაშავდა.

"ოკუპანტები თავს დაესხნენ ჩასოვ იარს. მრავლობითი ჭრილობის გამო დაიღუპა 46 წლის კაცი. კიდევ ერთი თავდასხმის დროს დაშავდა 68 წლის ქალი - მან დაზიანებები გულმკერდის არეში მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მორიგი თავდასხმის დროს დაშავდა 57 წლის კაცი, ხოლო მოგვიანებით ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა 29 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობით გადაიყვანეს", - აცხადებენ პროკურატურაში.

რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე კერძო სახლებიც. პროკურატურამ დონეცკის ოლქზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.