რურუა: ეს იყო დადგმული ცირკი, არანაირი კითხვა ტერორიზმის გარშემო არ ყოფილა

რურუა: ეს იყო დადგმული ცირკი, არანაირი კითხვა ტერორიზმის გარშემო არ ყოფილა

მთავარი არხის თანადამფუძნებელი გიორგი რურუა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან რურუას უწყება 5 ნოემბერს მიუვიდა და სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის საქმეებზე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.

რურუა ამბობს, რომ გამოკითხვაზე გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით შეკითხვები არ დაუსვამთ.

"ეს იყო დადგმული ცირკი ხელისუფლების მხრიდან. არანაირი შინაარსი არ აქვს. შინაარსის გარეშე იყო ეს დაკითხვა. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ... კითხვებზე სამწუხაროდ, ვერ გაგცემთ პასუხს, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე"- თქვა რურუამ.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ეხებოდა თუ არა კითხვები ტერორიზმს ან შეთქმულებას, რურუამ უპასუხა: "საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ტერორიზმთან, არც შეთქმულებასთან".

რაც შეეხება კითხვას, გამოკითხვაზე შეეხნენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს, რურუამ უპასუხა:

"მე ხელი მოვაწერე რომ ინფორმაციას არ გავცემ, არ მაქვს უფლება, მითუმეტეს მაგ გვართან დაკავშირებით არ ყოფილა კითხვა... ახლა რომ იყოს ყავაზე მკითხაობაზე მუხლი, იგივეა ზუსტად. არანაირი კითხვა ტერორიზმის გარშემო არ ყოფილა. ეს იყო ყავაზე მკითხაობა"- აღნიშნა რურუამ.