რუმინეთში რუსული დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუმინიტა ოდობესკუ ავრცელებს. მისი თქმით, ინფორმაცია მოკავშირეებს უკვე მიაწოდეს.
"რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მორიგი საშინელი თავდასხმები განხორციელდა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს და ამ საკითხზე მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი კატეგორიულად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს", – წერს ის X-ზე.
დღეს, 25 ივლისს ოკუპანტებმა უკრაინაზე იერიში 38 დრონით მიიტანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათგან 3-მა რუმინეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა.