რუბიო ანტალიაში NATO-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მიემგზავრება

რუბიო ანტალიაში NATO-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მიემგზავრება

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამ კვირაში თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩავა, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს არაფორმალურ საგარეო საქმეთა მინისტერიალში. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემებია "კოალიციური ინვესტიციის გაზრდა თავდაცვაში" და ომის დასრულება უკრაინაში.

როგორც დეპარტამენტი აცხადებს, რუბიო განახორციელებს პრეზიდენტ ტრამპის საგარეო დღის წესრიგს, რომლის მიზანიც, მათივე თქმით, ისაა, რომ მოკავშირეებმა „გამართლებული წილი შეიტანონ ალიანსის გაძლიერებასა და ეფექტიანობაში“.

შეხვედრა 14-16 მაისს ჩატარდება, NATO-ს ზაფხულის სამიტის წინ, რომელიც ივნისში ჰააგაში გაიმართება.