გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როთი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"თუ თქვენ ეძებთ მამაც პოლიტიკოსს, იპოვით მას საქართველოში! გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ინტენსიური საუბრისთვის.
ზურაბიშვილი არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ის ნამდვილი გმირია!" - წერს როთი.