გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ქართველებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და არა - პუტინის რუსეთში.
"შემოთავაზებული უცხოური აგენტის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. დამოუკიდებელი + კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერი კი არ არის, არამედ ევროკავშირში გაწევრების პირობაა. „ქართულმა ოცნებამ” ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრება და არა პუტინის რუსეთში", - წერს მაიკლ როთი.
The proposed foreign agent law is incompatible with an EU membership. An independent + critical civil society is not the enemy of the people but a condition to join the . Georgian Dream should listen to its people: 90% of Georgians want to join the , not Putin’s ! https://t.co/pUWTz5hVRA
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.