სრულად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალური ომის პარტიას. დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია ნამდვილად არსებობს და ის გახლავთ საფრთხე არა თქვენთვის, ამაყი ქართველებისთვის, არამედ გლობალური ომის პარტია გახლავთ საფრთხე ჩვენი ბალტიელი მეგობრებისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, სკანდინავიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის - ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ჩვენი მეგობრები უკრაინაში არ გაიმარჯვებენ როგორც თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა, თქვენ იქნებით შემდეგი, მოლდოვა იქნება შემდეგი, სომხეთი იქნება შემდეგი, ჩვენი პოლონელი მეგობრები იქნებიან შემდეგი, ბალტიელი მეგობრები იქნებიან შემდეგი...
განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. [სინქრონული თარგმანი]