
რომის პაპი ლეონ XIV რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში ომის ფონზე მოსკოვს მოუწოდა მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას. ვატიკანის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული ვითარება და დახმარების უზრუნველყოფის საჭიროება იყო.
პაპმა ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას, როგორც კონფლიქტის გადაჭრის გზას და მხარეებს კონტაქტისა და შეთანხმებებისკენ მოუწოდა.
ასევე განიხილეს ტყვეთა გაცვლის პროცესში კარდინალ მატეო მარია ცუპის ჩართულობა, რომელსაც პაპი განსაკუთრებულად აფასებს.
საუბარში ლეო XIV-მ მადლობა გადაუხადა მოსკოვის პატრიარქ კირილს პონტიფიკატთან დაკავშირებით გამოთქმული მილოცვისთვის და ხაზი გაუსვა ქრისტიანული ღირებულებების როლს — როგორც მშვიდობის, სიცოცხლის დაცვისა და რელიგიური თავისუფლების ძიების საფუძველს.