რუსული კანონი, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია, ცესკო-ს ფორმირების წესის ცვლილება და სხვა არაერთი საშიში ტენდენცია, რომელიც საარჩევნო გარემოს ამძიმებს - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო საქმიანობის შუალედური ანგარიში წარადგინა. ხელისუფლების მიერ ბიუჯეტისა და ადმინისტრაციული რესურსების პარტიული მიზნებისთვის გამოყენების გარდა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი, რომ ქართული ოცნება დელეგატობის ინსტიტუტის შემოღებით პროპორციული არჩევნების პირობებში მაჟორიტარიზმის ნიშნების დაბრუნებას ცდილობს.