როგორ გადაიქცა პრორუსი ოლიგარქი უხეირო დიქტატორად. უმწვავესი გზავნილები, რომელიც ივანიშვილის და მისი პარტიისთვის განაჩენის ტოლფასია - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ორ პარტიულ გამოსვლებში ისმოდა. შეფასებებში კრიტიკულები იყვნენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, რომელთა გამარჯვებაზეც ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელ იმედს ამყარებდა. პოლიტიკური ვერდიქტის მოსმენის და სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაანონსებული მკაცრი ნაბიჯების პასუხად, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური არსენალიდან მთავარი იარაღი გადმოიღო - 7-ჯერ გადანახული და უკვე ჟანგმოდებული სახელმწიფო გადატრიალების საცირკო წარმოდგენად ქცეული საქმე, ივანიშვილის შიკრიკმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, კიდევ ერთხელ გააცოცხლა.