საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთში ძლიერი წვიმების გამო ლიანდაგები დაიტბორა, რის გამოც ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია.
რკინიგზის ცნობით, სოფელ ბაბის მიმდებარედ ლიანდაგების დატბორვის შედეგად ჩამოიშალა ნიადაგიც, რის გამოც ორივე მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობის შეჩერება გახდა საჭირო.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უცნობია, როდის აღდგენა მოძრაობა.
"ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას.“ - წერია განცხადებაში.