
გმირების თავგანწირვა, შეფასებული როგორც ლაჩრულად წაგებული ომი. თორნიკე რიჟვაძე, ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, გამორჩეულია თავისი კრემლისტური პოზიციით. რიჟვაძის განცხადებები სწორედ ივანიშვილის პარტიის სულისკვეთებას გადმოსცემს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშზეა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პასუხი კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. რიჟვაძემ პასუხის თავიდან ასაცილებლად, მედია დარგის ექსპერტებთან გადაამისამართა.