რიში: მოხარული ვარ, აშშ აკისრებს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დამრღვევებს

რიში: მოხარული ვარ, აშშ აკისრებს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დამრღვევებს
ჯიმ რიში 16.09.24 22:24

მოხარული ვარ, რომ ვხედავ, ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება

წერს სენატორი ჯიმ რიში X-ზე.

აშშ-მა პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.