რიჰარდს კოლსი: 400 ხმით, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ

რიჰარდს კოლსი: 400 ხმით, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ

400 ხმით, ევროპარლამენტარები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.

"ევროპარლამენტმა 400 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნების შემდეგ.
რეზოლუციაში მოცემულია შემდეგი მოთხოვნები:
საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტი
სანქციები იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო მანიპულაციებსა და რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას;
ახალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარიზმისკენ დაბრუნებაში," – წერს კოლსი განცხადებაში.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა.