რამდენიმე წუთის წინ, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილე დააკავეს.
უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი, თუმცა მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრში ჩანს, რომ პოლიციელები ერთ-ერთ პირს ძალის გამოყენებით აკავებენ.
თვითმხილველის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილე სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, თუმცა გარშემო მყოფები ამას უარყოფდნენ.