რაუფოღლუ: დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა

რაუფოღლუ: დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა

როგორც ჟურნალისტი ლექს რაუფოღლუ იუწყება, აშშ-ის სენატში MEGOBARI Act-ზე დაწესებული სამიდან ერთ-ერთი ბლოკირება გაუქმდა.

„ძალიან დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა – წყაროები მეუბნებიან! წინ გავდივართ!“ – წერს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში.

MEGOBARI Act-ი არის ორპარტიული ინიციატივა, რომელიც საქართველოში რუსული გავლენის შემცირებას, ანტიდასავლური ძალების შეკავებასა და დემოკრატიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ის ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის შეფასებით, ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.