რაქვიაშვილი: ვერანაირად გავამართლებ ოდიშარიას ქცევას - რაღაცები არის, რაც არ შეიძლება

მე ვერანაირად ვერ გავამართლებ, რაც გუშინ ბექამ [ოდიშარიამ] თქვა. რაღაცები არის, რაც არ შეიძლება. საბოლოო ჯამში, ეს ხომ მხოლოდ ქართული ოცნების პრობლემა არაა, ზოგადად, პარლამენტის რეპუტაციის ამბავია. მესმის, ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო და ეს ხდება ხოლმე, მაგრამ არის რაღაც ზღვრები, რასაც არ უნდა გადავდიოდეთ ზოგადად. შეიძლება ერთმანეთს ბატონობით მივმართავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, კარგი ურთიერთობა გვქონოდეს, არის რაღაც წესრიგი და ეს წესრიგი იმისთვის არსებობს, რომ რაღაც ტიპის ავტორიტეტი ჰქონდეს ამ დაწესებულებას და მე ვერაფრით ვერ გამართლებ ბექას გუშინდელ ქცევას.

თქვა გირჩის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა.

ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.