რამდენმა კანონმა გაიარა ან შეიძლებოდა გაევლო ქრისტიანობის ფილტრი? მაგალითისთვის, არის თუ არა, ქრისტიანული ღარიბების დაბეგვრა მდიდრების სასარგებლოდ? მე არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანმა, ვინც რამე იცის ქრისტიანობაზე იტყოდა, რომ მოდით ღარიბებს ფული წავართვათ და მდიდრებს მივცეთ... ეს ხომ არასდროს არ გაგიგიათ. მაგრამ რა არის აქციზი? აქციზი სიგარეტზე იქნება თუ ბენზინზე ღარიბების დაბეგვრაა, იმიტომ რომ 1-2 ლარით რომ გაძვირდეს სიგარეტი ამას ხომ მდიდარი ვერ იგრძნობს, ღარიბისთვის ეს მნიშვნელოვანია. იგივეა ბენზინზე. რა არის ინფლაციური გადასახადი? ვისთვის არის მნიშვნელოვანი, როცა პური და ზეთი ძვირდება, მდიდარი ადამიანისთვის თუ ღარიბისთვის? მითუმეტეს თუ გაითვალისწინებთ, რომ ინფლაცია რის გამოც ჩნდება, ანუ ფულის ბეჭვდის გამო, მერე ამით სუბსიდირდება საბანკო სისტემა - ყველაზე მდიდარი ნაწილი ჩვენი საზოგადოების - ან მთავრობაში მიდის.
თქვა პარლამენტში გირჩის ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა.