
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) ვალდებულება აიღო, გამოყოს "რადიო თავისუფლებისთვის"იმ სახსრების ნაწილი, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა.
როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ვაშინგტონში აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში იქნა მიღებული, სადაც მედია ორგანიზაციის დაფინანსების შეთანხმების საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს.
"იმედი გვაქვს, ორი კვირით დაფინანსების გადახდა, რომელიც კონგრესმა "რადიო თავისუფლებისთვის" გამოყო, საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ, ვიდრე სასამართლო უფრო ფართო საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს", – განაცხადა "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა.
USAGM-მა განაცხადა, რომ მიიღო "დაუყოვნებლივი ადმინისტრაციული ზომები" სახსრების გადახდის დასაწყებად, რაც 26 მარტამდე უნდა მოხდეს. "რადიო თავისუფლება" სახსრებს თვის ბოლომდე მიიღებს.
ცნობისთვის, 15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია RFE/RL-ის (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) ქსელისთვის დაფინანსების სრული გაუქმების შესახებ. მანამდე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მედია ორგანიზაციებმა დაფინანსების აღსადგენად სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.