ოცნების ხელისუფლება კორუფციის არსებობას არ აღიარებს, მაგრამ ამავე დროს ახალ მთავრობას კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. დღესაც დისკუსიის თემაა სამთავრობო განკარგულებები, რომელიც სამი წლის განმავლობაში იმალებოდა, ეს ეხება სახელმწიფო ქონების განკარგვას. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ განკარგულების დაფარვა კორუფციის არსებობას არ ნიშნავს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ასეულობით გადამალულ დოკუმენტში სწორედ კორუფციის სამხილებია. ლელო პასუხისმგებლობას ოცნების ორ პრემიერს გახარიას და ღარიბაშვილს აკისრებს. ისმის ურთიერთბრალდებები.