რა ეტაპი იწყება მთავარი არხის დამფუძნებლისთვის უკანონო პატიმრობის შემდეგ? მიდის თუ არა გზა პოლიტიკამდე? გვარამიას ციხიდან გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ნიკა გვარამიას ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერი უთქვამს პოლიტიკურ გეგმებზე, მაგრამ საზოგადოებაში ასეთი მოლოდინი არსებობს. ეს მოლოდინი გაამძაფრა თავად ყოფილი პატიმრის სიტყვებმა, რომ მთავარი არხის გენერალურ დირექტორად დაბრუნებას არ აპირებს.