ოპოზიცია მეტროსადგურების რეაბილიტაციის შეჩერების საფრთხეზე ლაპარაკობს. ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე, შესაძლოა დაფინანსება დედაქალაქმაც დაკარგოს, რაც მეტროს მრავალმილიონიანი რეაბილიტაციის შეფერხებას გამოიწვევს. თბილისის მერიის გეგმით, 2 პროექტი, რომელიც ჯამში თითქმის 800 მილიონი ჯდება, სწორედ უცხოეთიდან უნდა დაფინანსდეს. რისი იმედი აქვს კალაძეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება სულ უფრო ანტიდასავლური ხდება, ქვეყანა კი ფინანსური და პოლიტიკური იზოლაციის ფაზაშია.