პოლონეთის საელჩო საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! მოლოცვები პოლონეთიდან!", - წერია საელჩოს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.