სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი ცოლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ბრალდებით კაცი დააკავა.
გამოძიების თანახმად, 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ყოფილი ცოლის ბინაში - მისაღებსა და საძინებელში - ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონოდ უსმენდა.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული.
დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.