ყაზახეთში დაკავებულმა ლევან ვაშალომიძემ იზოლატორი დატოვა

ყაზახეთში დაკავებულმა ლევან ვაშალომიძემ იზოლატორი დატოვა

ფორმულას ინფორმაციით, ყაზახეთში დაკავებულმა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვაშალომიძემ იზოლატორი დატოვა. ინფორმაციას ადასტურებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ანთაძეც.

როგორც ცნობილია, ვაშალომიძის ყაზახეთიდან რუსეთში ექსტრადირების რისკები ჯერ კიდევ არსებობს, სწორედ ამიტომ, საკითხთან დაკავშირებით ახლა იურიდიული დეტალებს გადიან, რათა ვაშალომიძის ექსტრადირება საბოლოოდ გამოირიცხოს.

ფორმულა ასევე დაუკავშირდა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, თუ რას აკეთებდა უწყება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის ოკუპანტ ქვეყანაში ექსტრადირება არ მომხდარიყო, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე დააკავეს.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება "რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას".