ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევი რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, ცნობილია, რომ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების ფონზე, ვლადიმირ პუტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის, უზბეკეთისა და ბელორუსის ლიდერებთან. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა თანამოსაუბრეებს გააცნო სიტუაცია", - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.