აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების მოხმარებაზე ახალი კვლევა გამოქვეყნდა

აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების მოხმარებაზე ახალი კვლევა გამოქვეყნდა

2025 წლის 8 სექტემბერს JAMA Network Open-ზე გამოქვეყნდა Rutgers Institute for Nicotine and Tobacco Studies-ის ახალი კვლევა, რომელიც ნიკოტინის ბალიშების მოხმარების ტენდენციებს ასახავს.

კვლევა აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტისა (NCI) და სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) თამბაქოს პროდუქტის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. ავტორების თქმით, შინაარსი მხოლოდ მათ პასუხისმგებლობას წარმოადგენს და შესაძლოა, არ ასახავდეს მხარდამჭერი სააგენტოების ოფიციალურ პოზიციას.

Rutgers School of Public Health-ის ასოცირებული პროფესორი და კვლევის თანაავტორი მერი ჰრივნა აღნიშნავს: „რადგან ნიკოტინის ბალიშები სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს აშშ-ში, მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ და როგორ იყენებს ამ პროდუქტებს. ეს კვლევა გვთავაზობს მიმდინარე სურათს, რომელიც ინფორმატიული და ამ ეტაპზე გარკვეულწილად დამაიმედებელიცაა.“

კვლევის ძირითადი მიგნებები:

ნიკოტინის ბალიშების მოხმარება დაბალია: აშშ-ის ზრდასრულ მოსახლეობაში ნიკოტინის ბალიშებს მხოლოდ 0.42% იყენებს - უმეტესად მამაკაცები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარდნენ.

კვლევის თანახმად, ნიკოტინის ბალიშებამდე თამბაქოს სხვა პროდუქტი ნიკოტინის ბალიშების მომხმარებელთა მხოლოდ 0.09%-ს არასდროს მოუხმარია.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით ასევე აღნიშნულია, რომ ნიკოტინის ბალიშების მოხმარება ახალგაზრდებში ნელი ტემპით მოიმატა - აშშ-ს CDC-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2022 წლიდან 2024 წლამდე 1.1%-იდან 1.8%-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინის ბალიშების, როგორც თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების საშუალების მარკეტინგი აშშ-ში დაშვებული არ არის, განსხვავებით პლასტირების, საღეჭი რეზინისა და სამედიცინო ტაბლეტისა, რომელიც თერაპიული გამოყენებისთვის თამბაქოსთვის თავის დანებების პროდუქტებად დამტკიცებულია, - ნიკოტინის ბალიშების მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა მოწევასა და ვეიფინგს თავი დაანება, რაც ზიანის შემცირებაში მის პოტენციალზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში FDA-მ ZYN-ის ნიკოტინის ბალიშებზე პირველად მარკეტინგის ავტორიზაცია გასცა.

მიუხედავად კვლევაში აღნიშნული ტენდენციისა, ნიკოტინის ბალიშების თამბაქოსთვის თავის დანებების საშუალებად მარკეტინგი აშშ-ში დაშვებული არ არის.