
შსს ნანუკა ჟორჟოლიანის შვილ, საბა კოდუასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რომელშიც "ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი" შენიშნეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".
მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით", - განმარტავს შსს.
ამ დროისთვის, უწყება დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
მანამდე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა.
ამის შემდეგ კი ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: "რუსთავი 2, ან ჩაასწორეთ ან არასრულწლოვანზე არასწორი ინფორმაციის გავრცეელებისთვის გიჩივლებთ."