ზელენსკი: უკრიაინის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, უნგრულმა დრონებმა დაარღვიეს

ზელენსკი: უკრიაინის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, უნგრულმა დრონებმა დაარღვიეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, უნგრულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაარღვიეს.

მისი თქმით, ისინი შესაძლოა, უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიების ინდუსტრიულ პოტენციალზე დაზვერვას აწარმოებდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა გამოძიების დაწყება მოითხოვა.

"სარდალმა ისაუბრა უკრაინა-უნგრეთის საზღვრის გასწვრივ დრონებთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტების შესახებ. უკრაინულმა ძალებმა ჩვენი საჰაერო სივრცის სადაზვერვო დრონებით დარღვევა დააფიქსირეს, რომლებიც, სავარაუდოდ, უნგრულებია.

წინასწარი ცნობებით, ისინი შესაძლოა, უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიების ინდუსტრიულ პოტენციალზე დაზვერვას აწარმოებდნენ. მე დავავალე ყველა არსებული ინფორმაციის გადამოწმება და თითოეული დაფიქსირებული ინციდენტის შესახებ დაუყოვნებილვი მოხსენებების მომზადება", - წერს ზელენსკი.