ყაზახეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას ოლჟას ბეკტენოვი დაიკავებს

ყაზახეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას ოლჟას ბეკტენოვი დაიკავებს

ყაზახეთს ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი იქნება. განკარგულებას ამის შესახებ ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა, ხოლო ბეკტენოვს მხარი პარლამენტმა დაუჭრა - 69 მომხრე.

ცნობილია, რომ ახლო მომავალში ჩამოყალიბდება მინისტრთა ახალი კაბინეტი, ხოლო პრემიერის მოადგილის თანამდებობას საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ნურტლეუ დაიკავებს.

გუშინ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის მთავრობის გადადგომის შესახებ. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდის საშუალებით გახდა ცნობილი.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღო.