ყაველაშვილი: სტიქიისგან დაზღვეული არავინ არაა, მთავარია, შემდეგ როგორ რეაგირებ

აჭარაში, პრინციპში, სიტუაცია ბევრად უკეთესად არის, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის 100%-ით აღდგენილი იქნება, დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა, პრინციპში, ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გაწმენდილია გზები, ასევე, ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში, დარჩენილია ასევე რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგია.

მთავარი საკითხი რა არის, ახლა - ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის, მთავარია, შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტების კოორდინაციის თემა აქ არის ძალიან მაღალ დონეზე.

თქვა რეჟიმის მიერ პრეზიდენტად დანიშნულმა მიხეილ ყაველაშვილმა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასა და სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.