ყაველაშვილი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

ყაველაშვილი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის ვატიკანში დელეგაციასთან ერთად ჩავა.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ე.წ. პრეზიდენტის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.