ყაველაშვილი: ქართული სუფრა კარგად აჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ

ქართული სუფრა არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეკლია, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ.

ნებისმიერი ტრადიციული ქართული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოებით იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას შესთხოვს.

ეს აიხსნება ჩვენი წარსულით - იმით, რომ ომებით დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული. მშვიდობა გაერთიანებისა და გადარჩენის მთავარი საწინდარია.

განაცხადა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.