ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე ერევნის ცენტრში ასობით ადამიანი სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

ისინი მთავრობის შენობებთან შეიკრიბნენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ მათ შენობებში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. მომიტინგეები იყვნენ რუსეთის საელჩოსთანაც.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაააკვეს საპროტესტო აქციებზე. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.