ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საფრანგეთი 15 მილიონ ევროს გამოყოფს

ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საფრანგეთი 15 მილიონ ევროს გამოყოფს

მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას საფრანგეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა 30 ნოემბერს მიიღო.

"დახმარების ამ პაკეტით, ჩვენი საერთო კონტრიბუცია 2023 წელს 27.5 მილიონი ევრო გახდება. გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები გადაეცა სომხეთის მთავრობას, ხოლო ფრანგულ საავადმყოფოებში რამდენიმე პაციენტს მკურნალობენ", - წერია სამინისტროს განცხადებაში.