ფსიქოლოგები ომბუდსმენს მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმების კონსილიუმის შექმნისკენ მოუწოდებენ

ფსიქოლოგები ომბუდსმენს მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმების კონსილიუმის შექმნისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.

"ჩვენ, საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უკვე მე-18 დღეა, რაც მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

2025 წლის 28 იანვარს, ექიმებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ისინი გამოთქვამენ საფუძვლიან შიშს მზია ამაღლობელის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ. ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველვყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით.

თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგებს მიმართვაზე ხელმოწერა ამ ბმულზე შეუძლიათ.