ფრანკლინის კლუბის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე წერს, რომ გვიან ღამით სახლთან წარწერები დაუტოვეს, თავდამსხმელები კი კორპუსთან ელოდებოდნენ.
"ახლა დამირეკეს და ჩემს სადარბაზოსთან “გრანტიჭამია აგენტი” წარწერები გააკეთეს ე.წ. ბალონჩიკით და პოსტერები გააკრეს “გრანტებით გაზრდილი აგენტურა” შინაარსის. რამდენიმე ტიტუშკა ასევე მელოდებოდა კორპუსთან. მე გიასთან ვარ საავადმყოფოში.
ამ მეთოდებით ვერავის შეგვაშინებთ, რუსებო!
არა რუსულ მთავრობას!
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!" - დაწერა ზიბზიბაძემ.
მისი თქმით, როცა მისი ახლობლები მათ გადასაღებად გავიდა, გაიქცნენ.
გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.