ფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

ფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

ფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს.

ოფისში მინებია ჩამსხვრეული.

"მოვედით და აღმოვაჩინეთ, რომ შუშები არის ჩამსხვრეული. აქ არის ორმაგი შუშები, თან ბანერია, ეტყობა გაუჭირდათ შუშების ჩამტვრევა და 7-8-ჯერ არის ნასროლი. ეს არის აღმაშენებლის ქუჩა, ცენტრალური გამზირი, სადაც ყველგან ვიდეოკამერებია, მოვიდა პოლიცია და ცდილობენ ამოიღონ ვიდეო-კადრები.

სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი გამოძიების არ მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთეს, ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული. რა თქმა უნდა, როდესაც ფაქტი ვნახეთ [მივმართეთ პოლიციას], გარედან იმდენად არ ჩანდა, შიგნით რომ შევედით, აღმოჩნდა, რომ მთელ ოფისში ქვები და შუშებია მიმოფანტული", - თქვა ფოთის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, დათო ხომერიკმა ფორმულასთან საუბრისას.