ფოტიგა: უნდა განვიხილოთ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ

ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის ნებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე დაარღვია უცხოელი აგენტების კანონპროექტის მეორეჯერ შემოტანამ. საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ამისთვის. ჩვენ უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და უნდა მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე. [სინქრონული თარგმანი]