ფოტიგა: სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, ბევრი მიზეზი, გზა არსებობს სიტუაციის შესაცვლელად

ძალიან ემოციური საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ისედაც ხილული იყო: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ბევრი მიზეზი და გზა არსებობს ამ სიტუაციის შესაცვლელად, სანამ ძალიან არ დაგვიანდა, მათ შორის ჰუმანიტარულ მიზეზებზე დაყრდნობით.

წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე.