ტელეკომპანია ფორმულას და გადაცემა დროების ჟურნალისტმა, ანი არველაძემ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში საუკეთესო სიუჟეტისთვის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზი აიღო.
ანი არველაძემ კონკურსზე ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 წარადგინა სიუჟეტი - "მანუშაკი - ქართულის მასწავლებელი", რომელიც დროების ადამიანისთვის მოამზადა.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 წლის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ:
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.
კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.