სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა.
გამოძიების თანახმად, 2023 წლის 1 სექტემბერს, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი თბილისში, დელისი მეტროსადგურის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავებას იღებდნენ, რა დროსაც ბრალდებულებმა აგრესიული ქცევითა და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა.