ფორმულას ინფორმაციით, კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს

ფორმულას ინფორმაციით, კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს.

ფორმულასვე ცნობით, ვიზიტი მასპინძელმა მხარემ გადადო.

რეჟიმის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში ვიზიტის გაუქმებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ვიზიტი თვის ბოლოსაა და თარიღს მოგვიანებით გაგვაგებინებენ.

13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს "გამყიდველები და მოღალატეები" უწოდა.

ზარქუას, სანიკიძეს და სამხარაულს არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება აეკრძალათ. თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, რა ტიპის სასჯელს დააკისრებენ მათ.

ფორმულას წყაროს თანახმად, ე.წ. დეპუტატების ინტერესებს საელჩო იცავს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რჩება ლაშა გაბიტაშვილიც, რომელსაც არალეგიტიმური პარლამენტის წევრები თავს დაესხნენ.