ფონიჭალაში, პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ფონიჭალაში, პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია" - ნათქვამია განცხადებაში.

ფონიჭალაში მდებარე პლასტმასის საწყობში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.