ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აშშ-სთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, რადგან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე ვითარებასაც უკავშირდება.

"ვფიქრობ, ჩვენთვის ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. რუსეთი არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომელიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ ის სულ უფრო უახლოვდება ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ჩინეთთან ერთად ამ ომს კვებავენ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.