ფონ დერ ლაიენი: EU მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის ტარიფებზე მკაცრი ზომები მიიღოს

ფონ დერ ლაიენი: EU მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის ტარიფებზე მკაცრი ზომები მიიღოს

ევროკავშირი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, გაატაროს მკაცრი ზომები აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას ემხრობა.

"ჩვენი მიზანია, მოლაპარაკებების მეშვეობით მივაღწიოთ შეთანხმებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, მოქალაქეებსა და კომპანიებს. საპასუხო ზომების მიღება არ არის ჩვენი სურვილი, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა დადგება, მზად გვაქვს მტკიცე გეგმა, რომელსაც გამოვიყენებთ", – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.